ფოტო
ექიმი დერმატო კოსმეტოლოგი
18-06-2025 - 18-07-2025
სამუშაო განაკვეთი: სრული

კლინიკა „მედი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს, იგი წარმატებულად წარმოადგენს ცნობილი ესთეტიკური ინოვაციების კლინიკათა ქსელს „მედი-ესთეტიკს“ საქართველოში.

კლინიკაში წარმოდგენილია ესთეტიკური მედიცინის სრული სპექტრი: პლასტიკური ქირურგია, კოსმეტოლოგია, სტომატოლოგია.

გაიგე მეტი : 

https://medi.ge/   

https://www.facebook.com/mediEST

კლინიკა მედის პრიორიტეტები:

საუკეთესო მომსახურება

კვალიფიციური ექიმები

უახლესი ტექნოლოგიები

მუდმივი განვითარება

პაციენტებზე და დასაქმებულებზე ორიენტირებული გარემო

საერთაშორისო ინოვაციების ესთეტიკური მედიცინის კლინიკათა ქსელი - "მედი" აცხადებს ვაკანსიას ექიმი დერმატო-კოსმეტოლოგის პოზიციაზე.

სამუშაო გამოცდილება: სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის, ადგილზე შეგასწავლით სრულად პროცედურებს, აუცილებელია გავლილი გქონდეთ დერმატო ვენეროლოგიის რეზიდენტურა და წარადგინოთ სერთიფიკატი;
სამუშაო განაკვეთი: სრული

ჩვენ ვიწვევთ ნიჭიერ სპეციალისტებს, რომელთაც სურთ კარიერული წინსვლა და განვითარება ესთეტიკური მედიცინის სფეროში. თქვენ იქნებით დასაქმებული ევროპის დონის კლინიკაში და მიიღებთ ათობით პოზიტიურ შეფასებას პაციენტებთან მუშაობის ინოვაციური მეთოდების წყალობით. ჩვენი კომპანიის მენეჯერები იმუშავებენ თქვენთან ერთად გუნდურად, მაქსიმალურად მოახდენენ თქვენი მუშაობის რეკლამირებასა და გაპიარებას.

ჩვენთან მუშაობის პრივილეგია:


** პირველადი და მეორადი პაციენტების დიდი ნაკადი.
** სოციალურ ქსელებში თქვენი და თქვენი სამუშაოს პოპულარიზაცია.
** შიდა და გარე ტრენინგები, აგრეთვე პრაქტიკა კლინიკა "მედის" ბაზაზე.
** პროფესიული ზრდა.
** მუშაობა პროფესიონალურ გუნდთან ერთად.

ჩვენი მოთხოვნები კანდიდატების მიმართ:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** რეზიდენტურა დერმატო-ვენეროლოგიაში;
** მოქმედი სახელმწიფო სერტიფიკატის არსებობა, ნებადართული სპეციალობა "დერმატო-ვენეროლოგია";

მოვალეობები:

** პაციენტის კონსულტაცია.
** სამედიცინო მომსახურების გაწევა დერმატო-კოსმეტოლოგიის დარგში, ხარისხის სტანდარტების შესაბამისად.

ჩვენ ვუზრუნველყოფთ:

  • კორპორატიულ ფორმას;
  • მიმზიდველ ფასდაკლებას კლინიკის მომსახურებაზე თანამშრომლებისა და მათი
    ოჯახის წევრებისთვის;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • საჩუქრებს დაბადების დღეზე;
  • წელიწადში 5 ჯერ საჩუქრად მედის პროცედურებზე ვაუჩერებს.

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაციის ფორმა და გამოაგზავნეთ CV 2025 წლის 18 ივლისამდე.

 

 

 

 

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!